ცნობილია, თელავში დაღუპული 8 თვის ორსულის ვინაობა
1773227002
როდესაც ამბობ, რომ ხელისუფლებასთან არაფერი გაქვს საერთო და დიალოგზე უარს ამბობ, ბოიკოტში გადადიხარ, გინდა, ბომბებით შემოუძღვე საოკუპაციო ჯარებს ქვეყანაში, რა დიალოგზეა საუბარი? – ამის შესახებ ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვისაც დიალოგი და საპარლამენტო ტრიბუნა უნდა, ის პარლამენტში საუბრობს.
,,როდესაც არ აღიარებ ქვეყანას, არ აღიარებ ინსტიტუტებს, არ აღიარებ მილიონ 200 ათასი ადამიანის გადაწყვეტილებას და გინდა ბომბები ქვეყანაში, სხვა ქვეყნის ჯარები ჩამოვიდეს და ინსტიტუტები დაემხოს, რა დიალოგზეა საუბარი? ამ დიალოგს თვითონ უარყოფენ, თორემ ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ ეს და დიალოგი საერთოდ მათი ბუნება არ არის. დიალოგისკენ ნაბიჯი ჩვენ კი გადავდგით, მაგრამ ეს ცალმხრივი ხომ არ არის? მაგალითად, როდესაც არჩევნები ჩატარდა და ხალხმა აირჩია „ქართული ოცნება“, სხვა პარტიები და ა.შ. ვუთხარით, რომ შემოდით პარლამენტში და აქ იყოს ეს დებატები. ისედაც უნდა შემოსულიყვნენ, მაგრამ რადგან არ შეასრულეს ის ნება, რაც მათივე ამომრჩეველმა უთხრა, ჩვენ შევთავაზეთ, რომ დიალოგზე რომ მესაუბრები, მე ქუჩაში ხომ არ გამოვალ? ჩვენ შევედით პარლამენტში, თქვენ შემოდით და აქ დავილაპარაკოთო. ეს იყო ერთი შეთავაზება, რაზეც უარი თქვეს. შემდეგ, აქციებს ჩავატარებთო – კი ბატონო, მშვიდობიანად ჩაატარეთ, ჩვენ დაგიცავთ, პოლიცია ახლოსაც კი არ მივა იქ და გააპროტესტეთ, რაც გინდათ, მაგრამ პოლიციას ეძებდნენ, სად არის პოლიციაო? რევოლუციონერებთან დიალოგში ვერ შეხვალ. დიალოგში უნდა შეხვიდე პოლიტიკურ პარტიებთან. დიალოგი გამოცხადდა ტელეეთერებში და მათ თქვეს, რომ ჩვენ არ ვცნობთ არც სახელმწიფოს, არც პარლამენტს, არც პრეზიდენტს და არც კანონებსო. გვინდა, რომ დავამხოთ ეს ხელისუფლება, არც არჩევნები გვინდაო და ასეთ ძალას პოლიტიკური ძალა როგორ ვუწოდოთ? ,,ნაცმოძრაობამ” თვითონვე თქვა, რომ ჩვენ არც არჩევნები გვინდა, არც პარლამენტი არ გვინდაო. ხომ ამბობენ ამას, ხომ ვერ უარყოფენ? თქვენ წახვალთ პაემანზე ისეთ ადამიანთან, რომელსაც არ მოსწონხართ და ადამიანად არ გაღიარებთ? წახვალთ? ვერ წახვალთ. მე კი არა, სიტუაცია უნდა აღიარონ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.