გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ხაბეიშვილი კუნთებზე იყურებოდა და ამბობდა დავამხობთ, აბა რას ვიზამთო, არასად არ უთქვამს, რომ ეს სლოგანი იყო

მაჭარაშვილი

დამხობის პროცესი და დამხობისკენ მოწოდება სლოგანი ვერ იქნება, კონსტიტუცია წაიკითხოს, სისხლის სამართლის კოდექსი წაიკითხოს, დრო აქვს საკმარისად, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ლევან ხაბეიშვილზე საუბრისას.

მისივე თქმით, როდესაც ხაბეიშვილი კუნთებზე იყურებოდა და ამბობდა დავამხობთ, აბა რას ვიზამთო, არასად არ უთქვამს, რომ ეს სლოგანი იყო, არც ტრაფარეტი გამოუკრავს, რომ მის მიერ ნათქვამი სიტყვები მხოლოდ სლოგანი იყო და იქ რომ მივიდოდნენ მშვიდობიანი აქცია ექნებოდათ.

მოსამართლემ ლევან ხაბეიშვილი პატიმრობაში დატოვა. ხაბეიშვილს ორი მუხლით ედავებიან: უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირება. ასევე, საჯაროდ მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. ბრალი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს