გურამ მაჭარაშვილი: რაც მალე დავაღწევთ თავს ევრო ბიუროკრატიის ამ უსამართლო განწყობას, მით ადრე ვიქნებით მზად მომავალი გამოწვევებისთვის, რასაც ვუყურებთ მსოფლიოში

გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის არაერთგზის მოწოდების მიუხედავად არ აღიარებენ და არ გმობენ 4 ოქტომბრის დამხობის და შტურმის მცდელობას, არამედ თავისი დუმილით და განცხადებებით პირდაპირ ამბობენ, რომ მხარს უჭერენ ასეთი ტიპის რევოლუციებს და რადიკალურ ცვლილებებს საქართველოში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, რაც მალე დააღწევს თავს საქართველო ევრო ბიუროკრატიის ამ უსამართლო განწყობას, მით ადრე იქნება მზად მომავალი გამოწვევებისთვის, რაც ხდება მსოფლიოში.

„რაც მალე დავაღწევთ თავს ევრო ბიუროკრატიის ამ უსამართლო განწყობას, მით ადრე ვიქნებით მზად მომავალი გამოწვევებისთვის, რასაც ვუყურებთ მსოფლიოში“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.