El País: დანია ემზადება წარმოუდგენელი სცენარისთვის - „ვენესუელა“ გრენლანდიაში
1767884460
ერთი ორი წლის წინ ჩვენ გვქონდა რამდენიმე მცდელობა, რომ მათ შორის, ვენეციის კომისიასთან გვეთანამშრომლა სამართლებრივ საკითხებზე, რაც უშუალოდ ვენეციის კომისიის ფუნქციაა, მაგრამ სამწუხაროდ მათი მხრიდან ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური შეფასებები ნაცვლად სამართლებრივი შეფასებებისა. ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ როგორც ჩანს ვენეციის კომისიაშიც შევიდა „დიფ სტეიტი“ იმიტომ, რომ ის აქცია პოლიტიკურ იარაღად- განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილი ეხმიანება აშშ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას 66 საერთაშორისო ორგანიზაციის დატოვებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ამას ისინი ორი წლის წინ ამბობდნენ, რომ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია პოლიტიკურ იარაღად იქცა.
„როგორც რუბიო, ასევე ტრამპი და ევროკავშირში შეერთებული შტატების ელჩი პირდაპირ უწოდებს ამ 66-ვე საერთაშორისო ორგანიზაციას სისულელეების გამკეთებელ ორგანიზაციას და სხვა ქვეყნების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯების ორგანიზაციებს. პირდაპირ განაცხადა ამერიკის ელჩმა, რომ ამერიკა თავისი მოქალაქეების ფულს არ დახარჯავს იმ სისულელეებზე, რა სისულელეებსაც ემსახურება ეს 66 საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის არის ვენეციის კომისია.
სიმართლე არის ძალიან ძლიერი. ამას ჩვენ ვამბობდით ორი წლის წინ, რომ სამწუხაროდ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის ვენეციის კომისია გახდა პოლიტიკური იარაღი „დიფ სტეიტის“ ხელში, რაც ახლა დადასტურდა ამერიკის შესაბამისი გადაწყვეტილებით“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.