მძიმე ავარია ახმეტაში - დაღუპულია ორი ადამიანი
1757071720
მშვიდობიანი რევოლუცია და დამხობა ლექსიკონში არ არსებობს, ყველაფერში ფენომენები არიან, მშვიდობიანი დამხობა უნდათ იარაღით, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ყველაფერს ქართველი ხალხი გასცემს პასუხს
„მშვიდობიანი რევოლუცია და დამხობა ლექსიკონში არ არსებობს. მერე რა, რომ კაციობრიობას ასეთი ტერმინი არ გამოიყენება, ყველაფერში ფენომენები არიან, მშვიდობიანი დამხობა უნდათ იარაღით. დამხობა და იარაღი რომ არის, იქ მშვიდობას რა უნდა და მშვიდობიანი პროცესი თუ არის, დამხობა და იარაღი როგორ შეიძლება იყოს? – ამ ყველაფერს ქართველი ხალხი პასუხს გასცემს. ეს არის ძალადობრივი აქციები, რევოლუციური პროცესები, რასაც სხვათა შორის, ბევრი პოლიტიკოსი არ უარყოფს. ზუსტად იციან, რომ არჩევნებს ვერ იგებენ და ხელისუფლების უკანონო შეცვლა უნდათ, რაზეც სამწუხაროდ, უცხოეთიდან მხარდაჭერა აქვთ“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.