დავით მათიკაშვილი პრეზიდენტის მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალებაზე: ხავსიც აღარ შერჩათ ხელში იმისთვის, თქვან 4 ოქტომბერს, რომ მათი მარცხი არის რაღაცის, ან ვიღაცის ბრალი

დავით მათიკაშვილი

პრეზიდენტმა მიიღო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და ეს ორი დამნაშავე [ხაზარაძე-ჯაფარიძე] ციხიდან გარეთ გამოუშვა. ახლა საინტერესოა რაღას დააბრალებენ, ხავსიც აღარ შერჩათ ხელში იმისთვის, თქვან 4 ოქტომბერს, რომ მათი მარცხი არის რაღაცის, ან ვიღაცის ბრალი, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა პრეზიდენტის მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალებაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავე პირთა ციხეში ყოფნა ის მოცემულობაა, რომელიც სამართლებრივი პოზიციაა, არჩევნები არჩევნებია და აბსოლუტურად კონკურენტულ გარემოში ტარდება. რადგანაც პოლიტიკური მდგენელი არსებობს და არ უნდა გაჩნდეს მიზერული საფუძველიც კი იმისთვის, რომ მანიპულაციები და პროვოკაციები ამ თემასთან გაღრმავდეს, პრეზიდენტმა მიიღო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და ეს ორი დამნაშავე [ხაზარაძე-ჯაფარიძე] ციხიდან გარეთ გამოუშვა. ახლა საინტერესოა რაღას დააბრალებენ, ხავსიც აღარ შერჩათ ხელში იმისთვის, თქვან 4 ოქტომბერს, რომ მათი მარცხი არის რაღაცის, ან ვიღაცის ბრალი“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარტია - „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა.