გურამ მაჭარაშვილი: ლგბტ კანონთან დაკავშირებით თუ ვინმეს აქვს პრეტენზია და მით უმეტეს, გაუქმებას ითხოვს, ჩართოს ახლად არჩეული პრეზიდენტის - ტრამპის სიტყვები და ვიდეო გამოსვლები

გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევროპელი ლიდერების ნაწილის მიერ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის გაუქმების მოთხოვნას აფასებს. იგი მოუწოდებს კრიტიკული განცხადებების ავტორებს, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამოსვლებს მოუსმინონ.

„ლგბტ კანონთან დაკავშირებით თუ ვინმეს აქვს პრეტენზია და მით უმეტეს, გაუქმებას ითხოვს, ჩართოს ახლად არჩეული პრეზიდენტის - ტრამპის სიტყვები და ვიდეო გამოსვლები, სადაც ის პირდაპირ ციტირებს იმ ჩანაწერს, რაც ჩვენ გვაქვს ლგბტ კანონთან დაკავშირებით საქართველოში მიღებული. ჯერ ბატონ ტრამპს მიმართონ, რამდენად არის ეს ანტიევროპული და მერე დავიჯერებთ, რომ ისინი არიან გულწრფელები და ძალიან ვაჟკაცები“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.