ბათუმის ბულვარში უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟი მიმდინარეობს

დემონტაჟი

ბათუმის ბულვარში უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟის პროცესი გრძელდება.

ამ ეტაპზე, ფიჭვნარის ზონაში განთავსებული ერთ-ერთი კვების ობიექტის დემონტაჟი მიმდინარეობს. აღნიშნული ობიექტი რეკრეაციულ სივრცეში მდებარეობდა.

ასევე, დასრულების ფაზაშია სანაპირო ზოლზე უნებართვოდ განთავსებული, კიდევ ერთი საზაფხულო კაფე-ბარის დემონტაჟიც.

უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟის პროცესი აქტიურად გრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ბულვარის, როგორც რეკრეაციული სივრცის იერსახის გაუმჯობესებას, ასევე, ვიზიტორებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას.