გურამ მაჭარაშვილი: კარგი და დროული იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება ფასების რეგულაციასთან დაკავშირებით, ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი პრაქტიკაში აისახოს

გურამ მაჭარაშვილი

ძალიან კარგი და დროული იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება ფასების რეგულაციასთან დაკავშირებით და ახლა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში აისახოს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მაჭარაშვილი აცხადებს, „ხალხის ძალა“ ფასების რეგულაციის საკითხზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში ჩაერთვება.

„გარდა იმისა, რომ, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტში შეიქმნება საგამოძიებო კომისია ამ საკითხთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, მათ შორის, ჩვენც, საპარლამენტო ოპოზიცია, ჩავერთვებით ამ კომისიაში, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საზოგადოებამ კარგად გაიგოს, რაზე არის საუბარი. ჩვენ კარგად გვახსოვს, როდესაც პოლიტიკურ პროცესებში ჰქონდა კრახი „ნაცმოძრაობას“ და მის ფილიალებს, ყოველთვის პირდაპირ ამბობდნენ და აღიარებდნენ, რომ უნდა გადაეკეტათ მაგისტრალები, უნდა ხელი შეეშალათ ყველა ინსტიტუტისთვის, რადგან ეკონომიკა ჩამოქცეულიყო საქართველოში. ამას პირდაპირ აღიარებდნენ და „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბრიფინგზე პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ უცხოელ პატრონებს ვესაუბრებით იმასთან დაკავშირებით, რომ აქ, რაც შეიძლება მკვეთრად დავაზიანოთ მათ შორის ეკონომიკა საქართველოში, რომ მერე ხალხი გაღიზიანდეს და ქუჩაში გამოვიდეს. ეს მათ მიერ საჯაროდ აღიარებული განცხადებებია. ასე რომ, ის ფასების რეგულაცია, სწორედ ამის საწინააღმდეგოდ არის მიმართული.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ასოციაციაში და ეკონომიკურ, ამ პროცესებში „ნაცმოძრაობის“ ძლიერი მხარდამჭერი კომპანიები არსებობენ და ადამიანები არსებობენ. მათთვის, რა თქმა უნდა, ორმხრივად მომგებიანია ეს პროცესი, რომ, ერთი და იგივე პროდუქტები, რაც ევროპაში გაცილებით დაბალი ფასებია, საქართველოში ძვირი ღირდეს. ერთი რომ, ჯიბეს გაისქელებს და მერე დააფინანსებს რადიკალურ აქციებს. და მეორე, რომ ხალხს ეტყვის, აი, ხომ ხედავთ, რას შვრება მთავრობა, როდესაც ასეთი მაღალი ფასებია საქართველოში. ორმხრივ იღებენ სარგებელს“,- აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ფასების დარეგულირების საკითხს საგამოძიებო უწყებებთან ერთად საპარლამენტო კომისიაც დაარეგულირებს.

„ამას დაარეგულირებს ძალიან მკაცრად, სხვათა შორის, არა მარტო ის საგამოძიებო უწყებები, რომლებიც უკვე ჩაერთნენ ამ პროცესში, არამედ საპარლამენტო კომისია. აუცილებლად ყველა აგებს პასუხს, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს საზოგადოების ხარჯზე არ უნდა მოხდეს იმ კომპანიების ჯიბეების გასქელება, რომლებიც პირდაპირ აზიანებენ საქართველოს. როგორ შეიძლება, რომ წამყვან ევროპულ ქვეყნებში, იმ პროდუქტებზე გაცილებით დაბალი ფასი იყოს, რაც არის საქართველოში. ეს არის ზუსტად მიზანმიმართული პროცესი საქართველოს დაზიანებისკენ და ამას აუცილებლად მიხედავს როგორც შესაბამისი უწყებები, ასევე შექმნილი საგამოძიებო კომისია პარლამენტში“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.