გურამ მაჭარაშვილი: ევროპარლამენტმა საკუთარი რეპუტაცია იმდენად დააზიანა, რომ მის რეზოლუციებს აღარავინ აქცევს ყურადღებას - მათ შორის არც ევროკომისია და არც ის ქვეყნები, რომელთა სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდაც ეს რეზოლუციები მიიღება

გურამ მაჭარაშვილი

ევრობიუროკრატიის ორმაგი სტანდარტების გამო, დღეს აღარავის აინტერესებს, რას ჩაწერს ევროპარლამენტი თავის მორიგ რეზოლუციაში, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა, ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ დაგეგმილი მორიგი რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ევროპარლამენტი, როგორც წესი, გვერდზე დებს ევროპული და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს საქართველოსთან დაკავშირებით და კუბილიუსისა და კალასის ჩვენებებზე დაყრდნობით იღებს რეზოლუციებს, სადაც წერენ, თითქოს ქვეყანაში დემოკრატია შავ დღეშია.

✕