დღეიდან ბაღებში ახალი სისტემა ამოქმედდება
1768436070
სამწუხაროდ, ევროკავშირის საელჩოსგან, ევრობიუროკრატიისგან ასეთი ტიპის შეურაცხმყოფელი ვიდეორგოლი და განცხადებები არ გვიკვირს იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის ელჩი „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებთან ერთად ხელიხელჩაკიდებული დადიოდა წინასაარჩევნოდ და ხალხს ეუბნებოდა, „ნაცმოძრაობას“ ხმა მიეცითო, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს დროშის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლზე, რომელშიც აქციის კადრებიც არის გამოყენებული.
„ეს ვიდეორგოლი გასაკვირი არ არის, თუმცა არავის გავუტარებთ შეურაცხყოფას, მით უფრო სახელმწიფო დროშის დღეს. ყველას ყოველთვის ვამხელთ, ვინც კი ნაბიჯს გადადგამს საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს დროშის წინააღმდეგ. უკვე ნათელი იყო, რომ ე.წ. აქციებს, რეალურად კი, დამხობის მცდელობებს, ამ აქციებს ევროკავშირი აფინანსებდა და ხელს უწყობდა. ვითომ მილოცვა უნდოდათ საქართველოს დროშის დღის, ამ დროს კი პირდაპირ ხელშეწყობის, წამახალისებელი რეკლამირება გააკეთეს იმ რადიკალური აქციების, რასაც თვითონ აფინანსებენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.