ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილები სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებენ
1733806234
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას ეხმიანება. ის სვამს კითხვას - რატომ არ დააფიქსირა მოსამართლემ ხმის ფარულობის დარღვევა, როდესაც არჩევნებში იღებდა მონაწილეობას.
„ამ მოსამართლემ, გადაწყვეტილება რომ მიიღო ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით ახლა, 10 დღის თავზე, თვითონ ხომ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და მისმა ოჯახმა? იმ დღეს რატომ არ დააფიქსირეს ფარულობის დარღვევა თუ იყო? ეს რატომ არ გააკეთეს? იმიტომ რომ არცერთს არ ჰქონდა - არც ამ მოსამართლეს. არც ოპოზიციის ლიდერებს, იმის განცდა, რომ მათი ხმის ფარულობა დაირღვა პროცედურის დროს. ეს არის სიმართლე “, - აცხადებს მაჭარაშვილი
თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საია-ს სარჩელი დააკმაყოფილა.