პრინცესა ემილი გახდა ანგელოზი ემილი... - სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება
1779652475
ვითომ აქციებს რატომ ამთხვევენ დღესასწაულებს? იმიტომ, რომ სხვა დღეებში ხალხი არ გამოდის, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, აქცია 25-ში გააკეთონ და გამოვიდეს ხალხის ის უმრავლესობა, რასაც მთელი საქართველო დაინახავს.
„აქცია 25-ში რატომ არ დაგეგმეს? ხომ ამბობენ, რომ უმრავლესობა ჩვენ გვიჭერს მხარსო. 25-ში გააკეთონ და ის უმრავლესობა გამოვიდეს, ამას მთელი საქართველო დაინახავს. საკუთარი პრეზიდენტი ჰყავთ, საკუთარ პატრიარქს ირჩევენ, საკუთარი სუვერენიტეტი აქვთ, საკუთარი ელჩები ჰყავთ და ახლა უკვე საკუთარ აღლუმს ატარებენ. სჯობს, ამ ხალხს რამდენიმე ჰექტარი მივცეთ და საკუთარი პატარა სახელმწიფო მოვუწყოთ, ითამაშონ და იყვნენ იქ, დაანებონ თავი საქართველოს. ყველაფერი საკუთარი აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა მხარს არ უჭერს.
რაც შეეხება ნიკა გვარამიას განცხადებას, ეს ხალხი სრულ ჭკუაზე ვერ არის, რადგან ჰგონიათ, რომ პარალელურ ქვეყანაში ცხოვრობენ. ამბობენ, კანონს რაც ეწინააღმდეგება, ჩვენ იმას გავაკეთებთო, თან ამბობენ, კანონით ამის უფლება გვაქვსო. კანონს თუ მიყვები, მაშინ კანონით რაც არის გათვალისწინებული, ის უნდა გააკეთო და რასაც მოგთხოვენ კანონით, იმას უნდა დაემორჩილო. ამ ხალხის განცხადება არც ლოგიკას ექვემდებარება, არც კანონმდებლობას და ა.შ. სად მიძვრები, რა გინდა? 26 მაისს ხალხი უნდა გამოვიდეს საზეიმოდ და შემდეგ ესენი ჩაუდგებიან ყვარყვარესავით სათავეში, ვითომ ის ხალხი გამოსულია მათ მხარდასაჭერად. ეს არის მთელი მათი ანი ბანი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.