პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"აქ ბევრი ვაპირებთ ომსო“- ამბობს გუბაზ სანიკიძე, ჩვენი დროის ყველაზე ხელმოცარული და მინიმუმ 5 პარტია გამოცვლილი „პოლიტიკოსი“, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში გუბაზ სანიკიძის შესახებ.
ნიკოლეიშვილის თქმით, გუბაზ სანიკიძისგან საზოგადოებას ბევრი რამ მოუსმენია, თუმცა, ასე აშკარად ომით დამუქრება ჯერ არ ყოფილა.
„აქ ბევრი ვაპირებთ ომსო“-ამბობს გუბაზ სანიკიძე, ჩვენი დროის ყველაზე ხელმოცარული და მინიმუმ 5 პარტია გამოცვლილი „პოლიტიკოსი.“ ან მეომრები სად გაიცნო, ან ვეტერანები, დესანტიო, კანაფიო, ღალატიო, ჯარიმაო, მიშა ჯალალედინიო, მერე აღმოსავლეთის ვარსკვლავიო, ბაშარ ასადთან ვსწავლობდიო, ოღონდ ის ჩემზე უმცროსია და ჩემი სულ ეშინოდაო, რა არ გაგვიგია მისგან, მაგრამ ასე აშკარად ომით დამუქრება ჯერ არ ყოფილა. გუბაზ სანიკიძისა და სხვა გუბაზისებრთა ბედნიერება იმაშია, რომ ყბედობა საქართველოში არ ისჯება, თორემ ერთი სცადოს მოქმედებაში გადასვლა და ნახავს რა ჩიტსაც დაიჭერს...თუ არ იცის სააკაშვილს კითხოს, იმანაც სცადა თუ აცდევინეს და რაც ჭირს მის თავს კი ვხედავთ. გახსოვთ ალბათ აქციიდან დაშავებული პოლიციელის გამოყვანის მიზეზით რომ გაიპარა (ისე ყველა აქციიდან იცის რა დროს გაიპაროს, ეგ საქმე მართლა კარგად იცის!) მერე აქუბარდიამ რომ შეაქო ერთი პოლიციელიც კი გამოიყვანეო და ამან ერთი კი არა ორიო...გუბაზის ყველა ნათქვამი და მუქარა ტრაგიკომედიაა, მე უბრალოდ გ-ს მაგივრად კ-ს ჩავსვამდი და დასკვნაც გამოტანილი იქნება!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.