დაგროვებითი პენსია 18,749-მა პირმა გაიტანა - რა შემთხვევაში შეგიძლიათ თანხის მიღება
1746736188
გრიგოლ ვაშაძემ და წულუკიანმა თეა გამახსენა 2022 წლის მარტი, აპრილი, მაისი, „ქართული ოცნება“და გრიგოლ ვაშაძის ვიზიტები მიხეილ სააკაშვილთან, მოვა დრო და საზოგადოება ბევრ რამეს გაიგებს, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მელია წერს, ამბავს დიდი მნიშვნელობა ექნება და ბევრ რამეს ახსნის.
„გრიგოლ ვაშაძემ და წულუკიანმა გამახსენა 2022 წლის მარტი, აპრილი, მაისი. გამახსენა „ქართული ოცნება“ და გრიგოლ ვაშაძის ვიზიტები მიხეილ სააკაშვილთან. მხოლოდ ძალიან ვიწრო წრემ იცის მაშინ, კულუარულად, მიმდინარე მოვლენების შესახებ; მოვა დრო და საზოგადოება ბევრ რამეს გაიგებს, კონკრეტული ფაქტებით; ამ ამბავს ექნება მნიშვნელობა და ბევრ რამეს ახსნის და ბევრ მოვლენას სწორ სახელს დაარქმევს“, – წერს მელია.