ტემპერატურის კლება, წვიმა და თოვლი - როგორი ამინდი იქნება საქართველოში ნოემბრის ბოლომდე
1794855802
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე პროცესი დღეს განახლდება. დღეს მე-16 სხდომაა. სასამართლო კვლავ კითხვა-პასუხის რეჟიმით გრძელდება. შეკითხვებს ამჯერადაც მოსარჩელე მხარე დასვამს.
სხდომა გუშინ დაახლოებით 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კითხვებს გაურბოდნენ და, სამართლებრივი არგუმენტების ნაცვლად, ურთიერთგამომრიცხავი პასუხები ჰქონდათ.
პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანი, გრიგოლ გეგელია აღნიშნავს, რომ კითხვა-პასუხის ფაზაში არიან და ხვალიდან უკვე კითხვებს მოსარჩელე მხარეს, ანუ "ქართულ ოცნებას" თავად დაუსვამენ.
"ჩვენ ვართ კითხვა-პასუხის ფაზაში, როდესაც ჯერ კიდევ მოსარჩელე მხარე, ანუ "ქართული ოცნება", აგრძელებს კითხვების დასმას ჩვენდამი და შემდეგ, ან დღის ბოლოსკენ, ან ხვალიდან უკვე ჩვენ დავუსვამთ კითხვებს "ქართულ ოცნებას". რა თქმა უნდა, გვაქვს მზად ყველა პასუხიც და ყველა კითხვაც", - აცხადებს გრიგოლ გეგელია.