გრიგოლ გეგელია: საკონსტიტუციო სარჩელში ჩადებულია სერიოზული ნაღმები, საქმე ეხება საქართველოს უსაფრთხოებას და საგარეოპოლიტიკურ ვექტორს

გრიგოლ გეგელია

საკონსტიტუციო სარჩელის მიზანია ამ ქვეყნიდან ოპოზიციის გაქრობა, ამავდროულად, მასში ჩადებულია სერიოზული ნაღმები, რომელიც ეხება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ ჟურნალისტებს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან განუცხადა.

მისი თქმით, საქმე ეხება საქართველოს უსაფრთხოებას და საგარეოპოლიტიკურ ვექტორს.

„მიგვაჩნია, რომ ამ სარჩელის მიზანი არის ოპოზიციის გაქრობა ამ ქვეყნიდან, ამავდროულად მასში ჩადებულია სერიოზული ნაღმები, რაც ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ახსნა-განმარტების ეტაპზე ვიტყვით ვის რას ვედავებითო, ეს მთელ პროცესს ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს. ეს შუამდგომლობა არის აუცილებლად დასაკმაყოფილებელი, რადგან საქმე არ ეხება ერთ და ორ პოლიტიკურ პარტიას, საქმე ეხება საქართველოს უსაფრთხოებას და საგარეოპოლიტიკურ ვექტორს“, – განაცხადა გეგელიამ.

✕