1732386875
Gorbi: გამოკითხულთა 76,5% ეთანხმება მსჯელობას, რომ საქართველო არ უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, ქვეყანამ თავიდან აირიდოს ომი და განაგრძოს სტაბილური განვითარება
GORBI-ს კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე: „რამდენად ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ მსჯელობას? საქართველო არ უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, ქვეყანამ ახლაც და მომავალშიც თავიდან აირიდოს ომი და განაგრძოს სტაბილური განვითარება?“ პასუხები ასე გადანაწილდა:
გამოკითხულთა 76,5% ამ მსჯელობას ეთანხმება, 19,6% არ ეთანხმება, 3,9%კი პასუხობს - არ ვიცი.
გამოკითხულთაგან, რომელთა შორის იყვნენ როგორც „ქართული ოცნების“, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, ასეთი სურათი იკვეთება - იმას, რომ საქართველო არ უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, ქვეყანამ ახლაც და მომავალშიც თავიდან აირიდოს ომი და განაგრძოს სტაბილური განვითარება ეთანხმება „ოცნების“ მხარდამჭერების 94% და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების 55%.
კვლევა ტელეიმედის დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა გორბიმ 10-16 მარტს ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1008 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია +/- 3 %