ჭავჭავაძეზე სამაშველო ოპერაციის დროს მეხანძრე დაიღუპა
1734856864
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის ("ხარებას") მოადგილე, მირზა კეზევაძე გლობალური მაგნიტსკის სიაში არიან.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მირზა კეზევაძის გლობალური მაგნიტსკის სიაში შეყვანის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე 19 დეკემბერს გამოქვეყნდა.
სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სანქციები უწესდება ორ ქართველ თანამდებობის პირს, რომლებიც მონაწილეობდნენ მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციონერებისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაში, მათ შორის 2024 წლის განმავლობაში გამართული დემონსტრაციების დროს.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესება კოორდინირებული იყო გაერთიანებულ სამეფოსთან, რომელმაც დღეს მინისტრი ვახტანგ გომელაური და შსს-ს კიდევ ოთხი მაღალჩინოსანი დაასანქცირა საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.
რას მოიცავს სანქციები გომელაურის და კეზევაძის წინააღმდეგ?
19 დეკემბერს დაწესებული სანქციების შედეგად, ვახტანგ გომელაურის და მირზა კეზევაძის ნებიმიერი ქონება და/ან წილები/ინტერესი იმ ქონებაში, რომლებიც აშშ-ში ან აშშ-ის პირების მფლობელობაშია, ან კონტროლის ქვეშაა, იბლოკება და ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს აშშ-ის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისს - OFAC-ს.
ასევე ნებისმიერი ფირმა/კომპანია/ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ ან ირიბად, ინდივიდუალურად ან ჯამურად, 50%-ით ან მეტით ეკუთვნის ერთ ან მეტ დაბლოკილ პირს, ასევე დაბლოკილია. აშშ-ის პირებს შეიძლება დაეკისროთ სამოქალაქო ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ განკარგულების დარღვევისთვის.
გარდა ამისა, ფინანსური ინსტიტუტები და სხვა პირები, რომლებიც ახორციელებენ გარკვეულ ტრანზაქციებს ან საქმიანობას სანქცირებულ პირებთან, თავად შეიძლება აღმოჩნდნენ სანქციების წინაშე - აკრძალვები მოიცავს ნებისმიერ კონტრიბუციას ან სახსრების, საქონლის ან მომსახურების მიწოდებას სანქცირებული პირისთვის, მის სასარგებლოდ ან მისგან.
აშშ-ის სანქციებს წინ უძღოდა ბრიტანული სანქციები
რამდენიმე საათით ადრე, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და უწყების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ დაუწესა სანქციები.
ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, მათ სანქციებს უწესებენ, რადგან პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე.
სანქცირებული არიან:
ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი;ალექსანდრე დარახველიძე - შსს-ის მინისტრის პირველი მოადგილე;სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;მილერი ლაგაზაური - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის მოადგილე.