გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილის აქციაზე გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება

გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აქციაზე გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„პარიზელი ქაჯუნა აქციაზე მივიდა! ლუდოვიკო XIV დარად განაცხადა: სახელმწიფო მე ვარო!
ჯარის ერთადერთი და განუმეორებელი მთავარსარდალი მე ვარო! მამაჩემი ამ გიმნაზიაში ილიას და აკაკის კლასში სწავლობდაო! ბიძინა ზურაბიშვილების სასახლეში დაიბარა! ხალხი 29-ში შიგ ევროპაში! სე ლა ვი!“, - წერს გოგა ხაინდრავა.