გოგა ხაინდრავა აშშ-ის მიერ საქართველო ხელისუფლების პირებისა და მათი ოჯახის წევრების შესაძლო სანქცირების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება

გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის მიერ საქართველოს ხელისუფლების პირებისა და მათი ოჯახის წევრების შესაძლო სანქცირების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება და ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს პოსტს აზიარებს.

„კეზერას ნაყიდი „უილსონ-კოენ-რაუფოღლუს MEGOBARI.act“-ით!მაკკეინ-აკერმანის მოძღვრებით!ტორტონის ინსტრუქციებით!ტან-ნარნართა „ხორუმით“!შარვალჩახდილთა „ზადნი-სვლით“!ხაზარაძე-გახარია-გვარამიას „ღირსებით“!სალომეს მართლმადიანობით!ღია კართან ჩოქბჯენში სდექ!“, - წერს გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში.