წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1768759702
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლები, „თბილსერვის ჯგუფი“, 24-საათიან რეჟიმზე ვართ გადასული, - აცხადებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე.
გამგებელმა „ქრონიკასთან“ თბილისში მოსული უხვი ნალექით შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა.
„შედარებით უხვი ნალექი იყო გლდანის რაიონში, შემოერთებულ ტერიტორიებზე. ეს არის მუხიანის აგარაკები, გიორგი წმინდის დასახლება, ე.წ. გაზების დასახლება, ავჭალა, თუმცა „თბილსერვის ჯგუფის“ დროული ჩართულობით, შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით, ტექნიკური მარილის გამოყენებით, ასევე გამგეობის კონტრაქტორი კომპანიის ჩართულობით, შევძელით, რომ არცერთ ქუჩაზე არ ყოფილიყო რაიმე სახის დაბრკოლება. ასევე უზრუნველყავით, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტს, მოსახლეობას გადაადგილების მხრივ არ შეჰქმნოდათ პრობლემა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლები, „თბილსერვის ჯგუფი“, 24-საათიან რეჟიმზე ვართ გადასული“, - აღნიშნა კალაძემ.