მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
ნიღბების არსებობა ძალიან ართულებს იმ პირთა იდენტიფიცირებას, რომლებიც ძალადობრივ და დანაშაულებრივ ქმედებებს სჩადიან. ჩვენი გადაწყვეტილება პირველ რიგში პრევენციული ხასიათისაა, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“.
„ქვეყანაში განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ აქციის მონაწილეებთან მიმართებით ნიღბით, ან რაიმეთი სახის დაფარვის ამკრძალავი ნორმები შემოგვეღო. დღეს ბიუროს სხდომა გვქონდა, სადაც შემოსულ ინიციატივას დაჩქარებული წესით დავუჭირეთ მხარი და მიმდინარე კვირაში პარლამენტი განიხილავს და სამივე მოსმენით დაამტკიცებს კონკრეტულ კანონს.
ვნახეთ განსაკუთრებულად ბოლო დღეების განმავლობაში როგორ არის აქციის მონაწილეთა გარკვეული ნაწილი ამოფარებული ნიღბებს და აქვს ადგილი არა მხოლოდ ძალადობას, არამედ არაერთ დანაშაულებრივ ქმედებას, რომელიც ჩადენილია როგორც კონკრეტული პირების წინააღმდეგ, ასევე სახელმწიფო, თუ კერძო საკუთრებასთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი უწყებების არაერთი კამერაა დაინსტალირებული როგორც რუსთაველის გამზირზე, ასევე მიმდებარე ქუჩებზე, ნიღბების არსებობა ძალიან ართულებს იმ პირთა იდენტიფიცირებას, რომლებიც ძალადობრივ და დანაშაულებრივ ქმედებებს სჩადიან. ჩვენი გადაწყვეტილება პირველ რიგში პრევენციული ხასიათისაა და ამავდროულად, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს [კანონი] ძალადობას შეამცირებს.
ცივილიზებული სამყაროს არაერთ ქვეყანაში, დემოკრატიის ძალიან მაღალი დონის ქვეყნებშიც ეს აკრძალვები ფუნქციონირებს, მათ შორის აშშ-ის 15 შტატში, კანადაში, ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში და იქ ბევრად უფრო რთული ფორმით არის ეს წარმოჩენილი. ზოგადად საჯარო სივრცეებში იკრძალება სახის დაფარვის მცდელობა. ჩვენ აქცენტი გვაქვს შედარებით ლიბერალურ ფორმაზე, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს არ იყოს გამოყენებული პირბადეები“, - აღნიშნა მიქანაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიღებული იქნება კანონი, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეების მიერ, სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა.