გივი მიქანაძე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს ესტუმრა

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს (EEU) ეწვია.

გივი მიქანაძემ საუნივერსიტეტო კამპუსი დაათვალიერა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, სასწავლო აუდიტორიებითა და ელექტრონული სერვისებით. უნივერსიტეტში მოწყობილია რეკრეაციული და სპორტული სივრცეები და მოდერნიზებული ბიბლიოთეკა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე დაათვალიერა კვლევითი ცენტრი, რომელიც უნივერსიტეტში ფუნქციონირებს.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დამფუძნებელმა დავით ჩერქეზიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმები გააცნო. საუბარი ასევე შეეხო უნივერსიტეტსა და კომიტეტს შორის თანამშრომლობის საკითხებს.

გივი მიქანაძემ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დამფუძნებელ დავით ჩერქეზიშვილთან და უნივერსიტეტის რექტორ კახაბერ ლაზარაშვილთან ერთად უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებისთვის დასასვენებელი სივრცე გახსნა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.