„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
დესტაბილიზაცია არ შედგა და აქედან გამომდინარე, ახალი ინსტრუქცია გამოსცეს, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა ლორა თორნტონის განცხადებას, სადაც ის საქართველოში პროტესტის მუხტის გაძლიერებაზე საუბრობს.
„სერიოზული პანიკა, გაწბილება, ისტერიკა გამოიწვია იმან, რომ რევოლუცია არ შედგა, სისხლი არ დაიღვარა, როგორც ამას მაკკეინის ინსტიტუტი ქვეყანას მოუწოდებდა და მოუწოდებდა ახალგაზრდებს, რომ ჩართულიყვნენ ისეთ პროტესტში, რომელიც აუცილებლად მიიყვანდა საქართველოს მეიდნის სცენარამდე. დღემდე გრძელდება სერიოზული ზეწოლა საქართველოზე, მის ხელისუფლებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკა რომელსაც ჩვენ ვატარებთ, არ ემთხვევა იმ პოლიტიკას რომელსაც ატარებდა და გეგმავდა თუნდაც მაკკეინის ინსტიტუტი. დესტაბილიზაცია არ შედგა და აქედან გამომდინარე ახალი ინსტრუქცია გამოსცეს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსის, ლორა თორნტონის აზრით, მომიტინგეებმა საქართველოში პროტესტი სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და გაფიცვაში უნდა გადაიყვანონ. მისივე თქმით, საქართველოში ეკონომიკური კრიზისის შექმნაა საჭირო, რათა მომიტინგეებმა ხელისუფლება დაამარცხონ.