თბილისში, 25 წლის ბიჭი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1734954637
არჩევნების თემა არის სპეკულაცია, ვინაიდან არჩევნების გაყალბება შეუძლებელია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ არჩევნებთან დაკავშირებული სპეკულაციების თემის კომენტირებისას.
მისი თქმით, ეს სპეკულაციები უსაფუძვლოა, რადგან წარმოუდგენელია, რომ ვინმემ გამოიცნოს რომელ პარტიას მისცა ხმა ამომრჩეველმა.
„და რომც გამოიცნოს, რა უნდა ქნას? წარმოუდგენელია ამის გამოცნობა. მითუმეტეს, ასი ათასი, თუ სამასი ათასი კაცის მონაწილეობა გაყალბებაში. ეს არის ზღაპარი, მაგრამ აქ მთავარი თემა არის რუსეთის თემა, ომი მიმდინარეობს უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ. შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომელიც ჩვენ გვავალებს პრაგმატიზმს, მაგრამ ემოციაც არის - ამდენი ადამიანი, ამდენი ახალგაზრდა, ამდენი ბავშვის ცრემლი, ამდენი სისხლი. რასაკვირველია, ეს ემოციურად გაღელვებს, მაგრამ მსოფლიო პრაგმატულია და ცივსისხლიანად პრაგმატულია და, შესაბამისად, ახლა უნდა გადავიდეს მოლაპარაკების სტადიაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მნიშვნელობა არა აქვს მე და თქვენ რას ვლაპარაკობთ, ზოგადად, ევროკავშირი რას იტყვის, ან ევროსაბჭო. აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუ ამან მიიღო ის ფორმები, რისიც ჩვენ გვეშინია და რაზეც იმუქრებიან ერთი და მეორე მხრიდან. პატარა ქვეყანა საქართველო ცდილობს გადარჩეს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ოპოზიცია და ასევე, ახალგაზრდების, თუ ხანშიშესულების ნაწილი, საგარეო კურსზე საუბრისას რუსეთის ორბიტაზე გადაყვანაზე მიუთითებს, რაც აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდება და სისულელეა.
„20% ჩააბარეს თვითონვე, 700 მეტრში ტანკის ლულა გვაქვს დამიზნებული, სარაკეტო კომპლექსები 4 კილომეტრში არიან ანაკლიიდან, თავისი სარაკეტო კომპლექსით ფიჩორში და ერთი ბაზა კი არაა იქ, ათი სამხედრო ობიექტია. თქვენ წარმოიდგინეთ ამ ვითარებაში პატარა ქვეყნისთვის რა ფასი უნდა იყოს, ემოციას თავი დავანებოთ, ეროვნულ თვითშეგნებას და ღირსებას თავი დავანებოთ, რა ინტერესი უნდა გქონდეს ახლა, რომ შენ გადაერთო რუსულ ორბიტაზე, ან რაში უნდა გამოიხატებოდეს? დსთ-ში შევალთ მოლდოვასავით? თუ რა უნდა გავაკეთოთ? და ორმაგი სტანდარტის უშველებელი რაოდენობა - ბალტიისპირელები ვაჭრობენ რუსეთთან და შენ გთხოვენ ეკონომიკურ სანქციებს. წარმოგიდგენიათ რა ხდება?“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
მან კიდევ ერთხელ განმარტა ხალხისთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რომ რუსეთის ორბიტაზე გადასვლის თემა გამორიცხული და წარმოუდგენელია.
„ჩვენი გზა, სადაც არის ევროკავშირის მიმართულებით, ეს არ არის ვიღაცის თავმოსაწონებლად. ეს იმისთვის არის, რომ ეს ჩვენ გვაწყობს და არა იმიტომ, რომ ვიღაცის მოსაწონად გავაკეთოთ და წითელ ხალიჩაზე ვირბინოთ ამის გამო. ჩვენ ევროკავშირსაც დავკარგავთ, მომავალსაც და დავკარგავთ ბევრ ადამიანს, თუკი ჩავერთვებით იმ ავანტიურაში, რასაც გვთავაზობდნენ“, - განაცხადა ვოლსკიმ.