ჰოლივუდის რომელმა ვარსკვლავებმა დაკარგეს სახლები კალიფორნიის ხანძრის გამო?
1736456250
არჩევნების წინ შეეძლოთ, ჩაეხსნათ სიები, უარი ეთქვათ, მაგრამ ეს არ გააკეთეს იმის მოლოდინში, რომ ჰქონოდათ რესურსი, ეს ქვეყანა როგორმე აერიათ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების მიერ სარჩევნო სიების გაუქმებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას.
„რასაკვირველია, არჩევნების წინ შეეძლოთ, ჩაეხსნათ სიები, უარი ეთქვათ, მაგრამ ეს არ გააკეტეს იმის მოლოდინში, რომ ჰქონოდათ რესურსი, ეს ქვეყანა როგორმე აერიათ. მათი მიზანი არ არის კანონშემოქმედებითი საქმიანობას. კანონიც კარგად იციან - როგორც კი პარლამენტი გახდება უფლებამოსილი, მაშინაც შეიძლება შემოიტანონ სიების განულებაზე თავისი წინადადებები, მაგრამ მთელი სია უნდა გააუქმონ, მათ შორის იმ ადამიანებისა, რომლებიც გამსვლელების გარდა კიდევ არიან, რათა მათ არ გამოხატონ სურვილი შემოსვლისა. ანუ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ ახლახან წარსულში რაც მოხდა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.