გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობასთან“ რაიმე დებატის გამართვა მართებული არ არის

გია ვოლსკი

მე არა მგონია, რომ ახალგაზრდები დაირაზმებიან და ყველა მიაჩერდება ტელეეკრანებს, რათა სწორი ინფორმაცია მიიღონ ამ დებატებიდან გამომდინარე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობასთან“ რაიმე დებატის გამართვა მართებული არ არის.

„თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩვენ შევიტანეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, არ გულისხმობს იმას, რომ ის ბრალდებები, რაც ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული, არ გულისხმობს იმას, რომ ამ დანაშაულების ჩამდენ ადამიანთან ილაპარაკო, მითუმეტეს თუ წინაპირობებს აყენებენ.

თვითონვე დარაზმეს ხალხი, იმისთვის, რათა კანონს დაჰპირისპირებოდნენ, თვითონვე მოატყუეს საზოგადოების დიდი ნაწილი, რომ არჩევნები გაყალბებით ჩატარდა. ბევრმა კიდევ არ იცის, რომ არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარება გამორიცხავს ყველანაირ მანიპულაციას. ბევრს ჰგონია, რომ ინტერნეტ სისტემაში შეერთება შეიძლება აძლევდეს საშუალებას რუსულ დაზვერვას, რომ მოეხდინათ რაიმე გავლენა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.