გიორგი ვოლსკი: მიუხედავად არსებული კანონის უხეში დარღვევისა, სახელმწიფოსთვის ჯობს, რომ არ ჰქონდეს რაიმე სალაპარაკო ნებისმიერ ორგანიზაციას, ვისაც განზრახული აქვს, რომ ქვეყნის მიმართ ნეგატიურად განაწყოს საერთაშორისო პარტნიორები

ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა პრემიერის განცხადებას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი მოხსნას ეხება.

მისი თქმით, არავის უნდა მიეცეს საშუალება, რომ არჩევნების წინა პერიოდში სკანდალური ვითარება შექმნას.

„მიუხედავად არსებული კანონის უხეში დარღვევისა, ტრანსფარენტულობის შესახებ, გამჭვირვალობის შესახებ, სახელმწიფოსთვის ჯობს, რომ არ ჰქონდეს რაიმე სალაპარაკო ნებისმიერ ორგანიზაციას, ვისაც განზრახული აქვს, რომ ქვეყნის მიმართ ნეგატიურად განაწყოს საერთაშორისო პარტნიორები, სადამკვირვებლო მისისები და ამ თემისგან შექმნან სკანდალური ვითარება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.