გიორგი ვოლსკი: ლიტვას რუსეთთან საქონელბრუნვა უფრო მეტი აქვს, მოლდოვა დსთ-ს წევრია და აცხადებს, რომ ჩინეთთან ურთიერთობა უნდა, თუმცა ამ ქვეყნებს შენიშვნას არ აძლევენ, აქედან გამომდინარეა ჩვენი დასკვნები, რომ ჩვენ სამშვიდობოს უნდა გავიდეთ

გიორგი ვოლსკი

ლიტვას რუსეთთან საქონელბრუნვა გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე საქართველოს, მაგრამ მას შენიშვნას არავინ აძლევს. პოლონეთმა განაცხადა, რომ ჩინეთთან ურთიერთობა უნდა და ამაზე არავინ აძლევს შენიშვნას, მოლდოვა დსთ-ს წევრია და ამაზეც არავის აქვს შენიშვნა. აქედან გამომდინარეობს ჩვენი დასკვნები და შეშფოთება, რომ ამ ვითარებაში ჩვენ სამშვიდობოს უნდა გავიდეთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვისე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„რუსეთმა თავისი აგრესიული რესურსი უკრაინიდან საქართველოზე გადაანაწილოს - ეს ახალი თემა არ არის; ელჩი გაიწვია უკრაინამ იმის გამო, რომ ჩვენ მეორე ფრონტი არ გავხსენით და საომარ მოქმედებებში არ ჩავერთეთ. ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა გამჭვირვალობასაც ჩვენ ვითხოვთ, გამოვიდა პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე და თქვა, რომ შესაძლებლობის ფანჯარაა გახსნილი და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. შემდეგ ექსპერტები გამოვიდნენ და თქვეს, რომ ომი რასაკვირველიაო, სხვანაირად როგორ იქნება ჩვენი განმარჯვებაო. საქართველოს არ აწყობს, თორემ ბალტიისპირელებს რუსეთის აგრესიის აქ გადმონაწილება რასაკვირველია აწყობთ. ლიტვას რუსეთთან საქონელბრუნვა გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე საქართველოს, მაგრამ მას შენიშვნას არავინ აძლევს. მოლდოვამ განაცხადა, რომ ჩინეთთან ურთიერთობა უნდა და ამაზე არავინ აძლევს შენიშვნას, მოლდოვა დსთ-ს წევრია და ამაზეც არავის აქვს შენიშვნა. აქედან გამომდინარეობს ჩვენი დასკვნები და შეშფოთება, რომ ამ ვითარებაში ჩვენ სამშვიდობოს უნდა გავიდეთ, ვინაიდან 2008 წლის წინა პერიოდში ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს. ძალიან მძიმე შეცდომა დაუშვეს, როდესაც ეგონათ, რომ სააკაშვილი თავისი ანტირუსული რიტორიკით საქმეს გააკეთებდა ისეთს, რომ რუსეთს არ მისცემდა უპირატესობის საშუალებას. შემოუთვალეს ბოლოს ვაშინგტონიდან, რომ სისულელე არ ჩაიდინო, არავითარ შემთხვევაში რუსეთის მახეში არ გაებათო, მაგრამ გაება. იძულებული გახდა იმ პერიოდის ხელისუფლება, რომ რუსეთისთვის სტრატეგიული ობიექტები მიეცათ. ასეთ ვითარებაში მხოლოდ იმიტომ, რომ ორგანიზაციების გამჭვირვალობას ითხოვს ხელისუფლება, რატომ შეიძლება იყოს ეს საბაბი რომ დახმარება შეუწყვიტონ?“, - აღნიშნა ვოლსკიმ.