„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
კონსტიტუციას რომ არღვევს ერთია, მაგრამ ამ თემებზე მაინც სამოქალაქო პასუხისმგებლობა ხომ უნდა გამოიჩინოს, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე პროკურატურასთან თანამშრომლობაზე რადიკალური ოპოზიციისა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის უარის შეფასებისას.
„განაცხადეს უკიდურესად მძიმე, ვითომდა არსებული „ფაქტის“ შესახებ, რომ თითქოს, რუსეთის სპეცსამსახურები შეიჭრა ამერიკელების მიერ დამონტაჟებულ ამ ელექტრონული არჩევნების სისტემაში და შესაძლებელი გახადა, რომ ერთ ადამიანს რამდენჯერმე მიეცა ხმა და ტექნიკური თვალსაზრისით კიდევ სხვა მანიპულაციები იყო შესაძლებელი. არა თუ პროკურატურაში უნდა მივიდეს, უნდა ითხოვდეს მკაცრად, ხისტად პროკურატურისა თუ უსაფრთხოების სამსახურებისგან საკითხების სასწრაფო გამოძიებას. კონსტიტუციას რომ არღვევს ერთია, მაგრამ ამ თემებზე მაინც სამოქალაქო პასუხისმგებლობა ხომ უნდა გამოიჩინოს”, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე, სისხლის სამართლის 47 საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, – განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყება განმარტავს, რომ გამოძიებების დაწყებას საფუძვლად დაედო ოპოზიციური და მმართველი პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვები, ასევე მედიით გავრცელებული ინფორმაციები.
საქართველოს პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიება დაიწყო და სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა. თუმცა, გამოძიებასთან თანამშრომლობაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიციის ლიდერები უარს აცხადებენ.