ცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის - როდიდან ამოქმედდება სიახლე
1769977955
გახარიას პარტია ეძებს ნიშას და უნდა საზოგადოებას თავი წარმოუდგინოს, როგორც ნეიტრალურმა პოლიტიკურმა მოთამაშემ და თითქოს „ნაციონალურ მოძრაობას“ უპირისპირდება, ისევე როგორც „ქართულ ოცნებას“, ამ დროს რეალობა სხვაა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.
მისივე თქმით, „ნაცმოძრაობასა“ და გახარიას პარტიას შორის თანამშრომლობა თვალსაჩინოა და ამას ვერც ვერავინ მალავს.
„თანამშრომლობა „ნაცმოძრაობასთან“ და გახარიას პარტიას შორის არის თვალსაჩინო, ამას ვერც ვერავინ მალავს და რიტორიკით ვერ დამალავენ ფაქტებს, რომელიც არსებობს. ინსტრუქტორიც ერთი ჰყავთ და ამ დებატების პროცესის განვითარებას არ დაუჭერენ მხარს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
გახარიას პარტია დებატების ფორმატს იწუნებს და მასში მონაწილეობაზე უარს ამბობს. მათი ეს გადაწყვეტილება მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ გახარიას პარტიას კონკრეტულ საკითხებზე არგუმენტები არ აქვს და დებატებში ჩართვაც სწორედ ამიტომ არ სურთ.