„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
ხაზგასმით შეხვედრა და თბილი ურთიერთობები გარკვეული პოლიტიკური დემარშის ხასიათს ატარებს და გულდასაწყვეტია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ევროკავშირის ელჩის განცხადებას, რომელმაც აღმოჩნდა, რომ იცის, რა მოწოდებებს ავრცელებს აქტივისტი ანანო ცინცაბაძე, მაგრამ პრობლემას ვერ ხედავს და მასთან ერთად პროექტზე მუშაობას პრივილეგიას უწოდებს.
„საქართველო ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს - ხაზგასმით დადგე იმ ადამიანთან, ვინც ექსტრემისტულ საქმიანობაში და აქტივობებშია ჩართული. ეს პოლიტიკურ დემარშს უფრო ჰგავს. მესმის, განცხადება გააკეთო, რომ არჩევნებია და ექსტრემისტული აქტივობები არ შეიძლება, არც ასე მოქცევა, სისხლისღვრა და შეიძლება შეხვდე ასე ნებისმიერს, მაგრამ ხაზგასმით შეხვედრა და თბილი ურთიერთობები გარკვეული პოლიტიკური დემარშის ხასიათს ატარებს და გულდასაწყვეტია“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
პაველ ჰერჩინსკი ძალადობრივი და შეურაცხმყოფელი გზავნილების ავტორ, აქტივისტ ანანო ცინციბაძესთან ერთად პროექტზე მუშაობას პრივილეგიად აფასებს, ხოლო თავდასხმას და დევნას უწოდებს ჟურნალისტის მცდელობასა და ვალდებულებას, მიიღოს პასუხი კითხვაზე, რომელიც „ქრონიკამ“ საელჩოში 2 კვირის წინ გაგზავნა, რეაგირება კი არ მოჰყოლია.