„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
მეფე ერეკლე არის სიმბოლო ნამდვილი საქართველოსი. იმ საქართველოსი, რომლის მმართველსაც ერთადერთი ინტერესი უნდა ამოძრავებდეს - საკუთარი ერი, საკუთარი სახელმწიფო, საკუთარი რწმენა,” - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ერეკლე მეორის ძეგლის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო უპირველეს ყოვლისა - ამ ეროვნული ინტერესის ერთგულების გარეშე ვერ იმმართველებს ხელისუფალი, ვერ შეიყვარებს ხალხი, ანგარიშს არ გაუწევს მტერი და არ დააფასებს ისტორია.
,,ისტორიის მანძილზე საქართველომ უმძიმესი წლები გამოიარა. ჩვენი წინაპრების ხსოვნის პატივისცემა, მათი გმირული შემართების ერთგულება და მათი ეროვნული საქმის გაგრძელება თითოეული ქართველის ვალია. დღეს ერეკლე მეფის სული ხარობს, როდესაც ხედავს დამოუკიდებელი საქართველოს ამაყად მოფრიალე დროშას, როცა ესმის ქართული ლოცვა და გრძნობს შთამომავლების ეროვნულ გულის ძგერას. მეფე ერეკლეს ძეგლის თბილისში აღმართვა ყოფილიყოს ის დასაწყისი, რომელიც ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას, ერის გამთლიანებას, წინსვლას და გამარჯვებას მოასწავებს. მეფე ერეკლემ დალოცოს სრულიად საქართველო!“- განაცხადა პაპუაშვილმა.