ცნობილია მერაბ დვალიშვილის დაბრუნების თარიღი და მეტოქე
1765139668
ALDE-ს წევრი „ლელო“ რასაკვირველია ამას არ დაგმობს, რომ დაგმოს გავა იმ ფორმატიდან, რომელიც მას შემოუხაზეს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ შალვა პაპუაშვილის განცხადების შეფასებისას.
მისივე თქმით, მათ შეიძლება თქვან, რომ ზოგადად არ მოსწონთ ტერორიზმი, მაგრამ ვერანაირად ვერ გაემიჯნებიან ალეკო ელისაშვილს.
„ეს საზღვრები, სადაც „ლელო“ უნდა პოზიციონირებდეს, სწორედ ALDE-ს მიერ არის მოხაზული. „ლელო“ უნდა იქცეოდეს ისე, როგორც ALDE-ს მიაჩნია სწორად“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლელოს პოზიციას ეხმიანება, რომელიც პარტიამ ალეკო ელისაშვილის დაკავების შემდეგ გამოხატა