1756966966
გიორგი ვოლსკი: ეს, რაც გავიგონეთ ჩინეთში მიწვევასთან დაკავშირებით ე.წ. ოპოზიციის თუ ოპონენტების მხრიდან, არის სრული თაღლითობა, სიყალბე და სამარცხვინო, უნამუსო განცხადება

ეს, რაც გავიგონეთ ჩინეთში მიწვევასთან დაკავშირებით ე.წ. ოპოზიციის თუ ოპონენტების მხრიდან, არის სრული თაღლითობა, სიყალბე და სამარცხვინო, უნამუსო განცხადება, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.
მისივე თქმით, საკუთარი ქვეყნის მტერს შეუძლია, რომ ეს თემაც გამოიყენოს ასეთი თაღლითური, პოლიტიკური მიზნისთვის.
„ეს, რაც გავიგონეთ ჩინეთში მიწვევასთან დაკავშირებით ე.წ. ოპოზიციის თუ ოპონენტების მხრიდან, არის სრული თაღლითობა, სიყალბე და სამარცხვინო, უნამუსო განცხადება იმიტომ, რომ ჯერ ეს ერთი, ორგანიზაციის წევრი უნდა იყო. ან წევრი უნდა იყო, ან დამკვირვებელი უნდა იყო, ან დიალოგში მყოფი ქვეყანა, როგორიც, ვთქვათ სომხეთი და აზერბაიჯანია. მის გარდა კიდევ 12 სახელმწიფოა ასეთი. საკუთარი ქვეყნის მტერს შეუძლია, რომ ეს თემაც გამოიყენოს ასეთი თაღლითური, პოლიტიკური მიზნისთვის, თუმცა არ გვიკვირს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ოპოზიციის მორიგი სპეკულაცია ამჯერად ჩინეთში საქართველოს ხელისუფლების მიწვევა-არ მიწვევის საკითხზე. ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ცდილობენ საზოგადოებას დააჯერონ, რომ ჩინეთმა საქართველოს ხელისუფლება სამიტზე არ დაპატიჟა. ტრადიცია კი ასეთია - ღონისძიებას ესწრებიან შანხაის სამიტის წევრები და დამკვირვებელი ქვეყნის წარმომადგენლები.