გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მას აქციაზე თავს დაესხნენ

სტრატეგია აღმაშენებელი

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მას აქციაზე თავს დაესხნენ.

ვაშაძემ მედიას აჩვენა სახრახნისი, რომლითაც, მისივე განმარტებით, კონკრეტული პიროვნება თავს დაესხა და ყელის არეში სურდა დარტყმა. პოლიტიკოსი ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და მცირედი დაზიანება აქვს.

„კარგად ვარ. ვსაუბრობდი უბრალოდ და თავს დამესხა კონკრეტული პიროვნება, არსებობს ვიდეოკადრები, დააფიქსირა ხალხმა, ვინ არის სახეზე ეს ადამიანი. ყელში მირტყამდა ამას, ყველაფერი კარგად არის, ბრძოლას ვაგრძელებთ. კობახიძეს და ივანიშვილს ვეუბნები, რომ ამ ყველა „ტიტუშკას“ ბოლოს თქვენ წინააღმდეგ ექნება ჩვენება მიცემული ამ დანაშაულისთვის, რომელსაც თქვენ ჩადიხართ. უცებ მოვარდა ვიღაც და წამებში მოხდა ეს ყველაფერი, ეტყობა, უკნიდან დამარტყა, ზურგიდან მომეპარა ეს ადამიანი, შემდეგ სხვებიც მომეხმარნენ და გაიქცა. მას, ფაქტობრივად, ყელში უნდოდა დარტყმა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.