2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
1765822267
ლევან სანიკიძის გადასაწყვეტი არ არის, რა სახელი ერქმევა ჩვენს გუნდს. სჯობს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პასუხისმგებლობა აიღოს 4 ოქტომბრის პროვოკაციაზე. ჩვენ დამოუკიდებელი, განსხვავებული ტაქტიკა გვაქვს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
შარაშიძეს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ ქართული პოლიტიკა ტრიალებს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, ოპოზიციური პარტიები იდენტობას იშენებენ, რომ „ნაცები“ არ არიან, აბა, ვინ არიან?“.
„ჩვენ ვინ ვართ? ამას ჩვენი ამომრჩეველი კარგად ხედავს. ვინ ვინ და ლევან სანიკიძის გადასაწყვეტი არ არის, ვინ იქნება და რა სახელი ერქმევა ჩვენს გუნდს. კარგად იცის, რომ ჩვენს პოლიტიკურ ძალას „საქართველოსთვის“ ჰქვია. ამიტომ, რასაც ვაკეთებთ, მათ შორის პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით, საქართველოსთვის ვაკეთებთ. სჯობს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ უპასუხისმგებლო ქმედებებს მიხედოს და პასუხისმგებლობა აიღოს 4 ოქტომბრის პროვოკაციასა და ყველაფერზე, რაც, საბოლოო ჯამში, „ოცნების“ რეჟიმის გაძლიერებას იწვევს და არა – დასუსტებას. თავად ცდილობენ, მთავარ ოპოზიციურ ძალად წარმოადგინონ თავი. პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პასუხი გასცენ კითხვას, რატომ არ იღებენ პასუხისმგებლობას 4 ოქტომბერზე, რამაც გააძლიერა „ოცნება“ და დაასუსტა ოპოზიცია? რომელი ოპოზიცია? – ეპიცენტრიც თავად იყვნენ და ოპოზიციამაც იტრიალოს მათ გარშემო ან არ იტრიალოს. ეს ჩვენი ინტერესის საგანი არ არის. ჩვენ დამოუკიდებელი, სრულიად განსხვავებული ტაქტიკა და სტრატეგია გვაქვს. ამ ხალხთან, არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არანაირი საქმე არ გვაქვს, არც გვქონია და არც გვექნება. კარგად იცით, რომ ჩვენთვის „ნაციონალური მოძრაობა“ და ნებისმიერი მათი განაყოფი წითელი ხაზია. თავად რა სურთ და რა პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ, ეს ჩვენს ინტერესს არ წარმოადგენს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.