რა უძღოდა წინ ხელვაჩაურში ავარიას, რომელსაც 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა
1790623862
ძალიან კარგია, რომ არჩევნებიდან მე-5, მე-6 დღეს, იმ სავარაუდო სქემებთან დაკავშირებით ბრალდება, რომელიც მოიცავდა ვერიფიკაციის მანქანის გაორების, რამდენჯერმე ხმის მიცემის და მსგავსი ფაქტების დაშვების ალბათობას, მთლიანად გააქარწყლა ამერიკული აუდიტორული კომპანიის დასკვნამ. ახლა საკითხი შეეხება ძირითადად ტექნიკურ საკითხს, - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ.
„როგორც იცით შემოტანილია შესაბამისი საჩივრები საარჩევნო ადმინისტრაციაში, საარჩევნო ადმინისტრაცია კანონით დადგენილ დროსა და ვადაში განიხილავს ამ საჩივრებს და შესაბამისად გვექნება ის რეაგირება, რასაც კანონმდებლობა მოითხოვს“, - აღნიშნა შარაბიძემ.