1753907905
გიორგი შარაბიძე: ჩვენ ვიცნობთ ყველა ქვეყნის არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნას, იდეალური პროცესი მსოფლიოში არც ერთ ქვეყანაში არ ტარდება, რასაც საარჩევნო პროცესი ჰქვია, მისი კომპლექსურობის და სირთულის გამო

2024 წელს ძალიან ბევრი არჩევნები ჩატარდა სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენ ვიცნობთ ყველა ქვეყნის არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნას, ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია ნახოს ეს დასკვნები, რომ იდეალური პროცესი მსოფლიოში არც ერთ ქვეყანაში არ ტარდება, რასაც საარჩევნო პროცესი ჰქვია, მისი კომპლექსურობის და სირთულის გამო, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ.
„ამ დასკვნების მნიშვნელობა გახლავთ ის, რომ ერთის მხრივ აღიწეროს ის პროგრესი, რაც ქვეყანას აქვს საარჩევნო პროცესებთან მიმართებაში და ეს დადასტურებულია ეუთო/ოდირის დასკვნაში, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საკუთარი პროფესიული მოვალეობა მართა მაღალპროფესიულ დონეზე და მეორეს მხრივ აღწერილია ის გამოწვევები და გაცემულია რეკომენდაციები, რომელიც შეიძლება გამოსწორდეს იმისთვის, რომ მომავალი არჩევნები იყოს კიდევ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯი.
ეს გახლავთ ერთგვარად სამუშაო პროცესი, რომლის მიხედვითაც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირის დასკვნა აღნიშნავს გარკვეულ წინსვლას, განსაკუთრებით ტექნოლოგიური ინტერვენციის პროცესში და ის, რაც ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის მზაობას, ეს აღნიშნულია დასკვნაში.არის ცალკეული რეკომენდაციები, რასაც საარჩევნო ადმინისტრაცია ითვალისწინებს.
ჩვენთვის, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ დასკვნა და რეკომენდაციები, და მეორეს მხრივ ის შეფასებები, რომელიც დაადასტურა გენერალურმა მდივანმა თავის გამოსვლაში“, - აღნიშნა გიორგი შარაბიძემ.