გიორგი სანტურიანი ხმის მიცემის ფარულობაზე: მთავარი საფუძველი, რაც სარჩელში წარმოადგინა მოსარჩელე მხარემ, იყო ამომრჩეველთან მიმართებით ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევა, რაც ვფიქრობთ, რომ ცალსახად არის დაუსაბუთებელი

გიორგი სანტურიანი

მთავარი საფუძველი, რაც სარჩელში წარმოადგინა მოსარჩელე მხარემ, ეს იყო ამომრჩეველთან მიმართებით ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევა, რაც ვფიქრობთ, რომ ცალსახად არის დაუსაბუთებელი, რადგან არც კენჭისყრის დღეს და არც შემდგომში, ორი დღის განმავლობაში, არ ყოფილა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ან საარჩევნო ადმინისტრაციაში წარმოდგენილი ისეთი საჩივარი, რომელიც მიუთითებდა ამომრჩეველთან მიმართებით ფარულობის პრინციპის დარღვევაზე, - განაცხადა ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა „დღის ქრონიკაში“.

„როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, გუშინ, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ორ საარჩევნო ოლქში - ჯამში 30 საარჩევნო უბანი გაბათილდა. მოტივი იყო ის, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა ფარულობის პრინციპის დარღვევას. ჩვენ რა თქმა უნდა ვმონაწილეობდით საქმის განხილვაში, ამავდროულად, წარდგენილი იქნა შესაბამისი არგუმენტაცია. ვფიქრობთ, რომ არც სასამართლოს განხილვამდე, როდესაც დავების წარმოება მიმდინარეობდა საოლქო საარჩევნო კომისიებში და არც სასამართლო განხილვისას არ გამოვლინდა არცერთი შემთხვევა, რაც დაადასტურებდა, რომ რომელიმე კონკრეტული ამომრჩევლის მიმართ ფარულობის პრინციპი იქნა დაცული.

საქმის წარმოება მიმდინარეობდა ორი დღის განმავლობაში და არცერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა ის, რომ ადგილი ჰქონდა ფარულობის პრინციპის დარღვევას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და დღესვე აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში.

მთავარი საფუძველი, რაც სარჩელში წარმოადგინა მოსარჩელე მხარემ, ეს იყო ამომრჩეველთან მიმართებით ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევა, რაც ვფიქრობთ, რომ ცალსახად არის დაუსაბუთებელი, რადგან არც კენჭისყრის დღეს და არც შემდგომში, ორი დღის განმავლობაში, არ ყოფილა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ან საარჩევნო ადმინისტრაციაში წარმოდგენილი ისეთი საჩივარი, რომელიც მიუთითებდა ამომრჩეველთან მიმართებით ფარულობის პრინციპის დარღვევაზე. უკვე შემდგომში, 29-30-ში წარმოდგენილი იქნა შესაბამისი საჩივრები, რომელიც შეეხებოდა მთლიანად ოლქების მასშტაბით საარჩევნო უბნების გაუქმებას, თუმცა კონკრეტიკას მოკლებული იყო ყველა საჩივარი, აქედან გამომდინარე, არც სასამართლო განხილვაზე არ იქნა წარმოდგენილი კონკრეტული შემთხვევები, რაც საბოლოოდ სამართლებრივად ვფიქრობთ, რომ არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ გაბათილებულიყო საუბნო-საარჩევნო კომისიის შედეგები“, - აღნიშნა