დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ადვოკატ გიორგი მშვენიერაძის სტატუსს ეხმიანება და წერს, “რომ ცოტა ხნის წინ აკერმანის ტრენინგ გავლილი და სერტიფიცირებული ტექნიკურ მთავრობის აქამდე გაუგონარი იდეებით აპირებდა რევოლუციას, მაგრამ როგორც ხელმოცარულ "ახალ სარდალს", რუსთაველიდან "ქართული ოცნების" ოფისამდე როგორ შემოეფანტა ერთი მუჭა ხალხი გვახსოვს. ახლა აქ არაფერი გამოსდის და ჩვენს ყველაზე ერთგულ მეგობარ სახელმწიფოს აზერბაიჯანზე ცდილობს ქილიკს და შეურაცხყოფას”.
ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ გიორგი მშვენიერაძე ვერ ჩამოყალიბდა არასამთავრობო სექტორს წარმოადგენს თუ კრიმინალ სააკაშვილის ადვოკატია.
,,გიორგი მშვენიერაძეს, როცა ტელეეთერში ვხედავ ან რამეს მის მიერ ნათქვამს თუ ნაწერს წავაწყდები, წესით მხიარულ ხასიათზე უნდა ვდგებოდე, ოღონდ აქ საქმე ცოტა სხვანაირადაა:
1. ეს სუბიექტი ვერ ჩამოყალიბდა არასამთავრობო სექტორს წარმოადგენს თუ კრიმინალ სააკაშვილის ადვოკატია.
2. სულ ცოტა ხნის წინ აკერმანის ტრენინგ გავლილი და სერთიფიცირებული ტექნიკურ მთავრობის აქამდე გაუგონარი იდეებით აპირებდა რევოლუციას, მაგრამ როგორც ხელმოცარულ "ახალ სარდალს", რუსთაველიდან "ქართული ოცნების" ოფისამდე როგორ შემოეფანტა ერთი მუჭა ხალხი გვახსოვს.
3. ახლა აქ არაფერი გამოსდის ( ან როგორ უნდა გამოუვიდეს?!) და ჩვენს ყველაზე ერთგულ მეგობარ სახელმწიფოს აზერბაიჯანზე ცდილობს ქილიკს და შეურაცხყოფას. ახლა, ამას რომ ჰკითხოს ვინმემ აზროვნებს, წიგნი(ები)ც ექნება წაკითხული, არადა ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ბინძური აზრები ყველაზე მავნებელი სექტანტებისგანაც არ გამიგია!
ღმერთმა დაგვიფაროს და წამით, რომ წარმოვიდგინოთ, ეს პოლიტიკური კარიკატურის ნიმუში, დღეს რომ ხელისუფლებაში იყოს!”, - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.