გიორგი მირცხულავამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განსუს პროვინციის ვიცე-გუბერნატორ ვანგ ბინგთან სამუშაო შეხვედრა გამართა

გიორგი მირცხულავა

საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განსუს პროვინციის ვიცე-გუბერნატორ ვანგ ბინგთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს და კულტურის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს შორის კულტურის სფეროში გაფორმებულ თანამშრომლობის მემორანდუმზე.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს შანხაიში, აზიის ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობაზე. აღინიშნა, რომ ITB China 2026-ზე საქართველო საკუთარი პავილიონით იქნება წარმოდგენილი და საერთაშორისო აუდიტორიას ქართულ კულტურას, გასტრონომიას, ღვინოსა და ქვეყნის მნიშვნელოვან ტურისტულ პოტენციალს გააცნობს. ასევე დაგეგმილია მინისტრის მოადგილის ოფიციალური შეხვედრა ჩინელ კოლეგასთან.

ხაზი გაესვა მიმდინარე წლის სექტემბერში, ისტორიულ ქალაქ ტუნხუანგში დაგეგმილ „აბრეშუმის გზის საერთაშორისო გამოფენა 2026-ში" საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობის უდიდეს მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის ღირსეულად წარდგენის საუკეთესო შესაძლებლობაა.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.