გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო სიახლეებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ამჯერად რუსთაველის ეროვნულ თეატრში გამართა

ცესკო

ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო სიახლეებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ამჯერად რუსთაველის ეროვნულ თეატრში გამართა.

თეატრის დასსა და თანამშრომლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ.

შეხვედრის მიმდინარეობისას გაიმართა საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული კენჭისყრა.