გიორგი კახიანი:12 წელია, რაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში თუ არ ჩავთვლით ბოლო მოვლენებს, მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ სტრატეგიული და პარტნიორული ურთიერთობა გვქონდა აშშ-სთან

ქალბატონი სალომე რომ ცდილობს რადიკალების ლიდერად ჩამოყალიბდეს, ამას კარგა ხანია საზოგადოება თვალს ადევნებს - გიორგი კახიანი

ბევრი უსამართლო განცხადება არჩევნებით არის განპირობებული. როგორც ჩანს ამერიკის პოლიტიკურ წრეებში არიან ძალები, რომლებსაც სურთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოაბრუნონ ხელისუფლებაში, რადგან მათი სახით მართული ხელისუფლების ყოლა ვიღაცისთვის უფრო მისაღებია, ვიდრე ისეთი ხელისუფლების, როგორიც არის „ქართული ოცნება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„12 წელია, რაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში თუ არ ჩავთვლით ბოლო მოვლენებს, მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ სტრატეგიული და პარტნიორული ურთიერთობა გვქონდა. აშშ-ს ძალიან კარგად ესმის რომ „ქართული ოცნება“ არის სანდო და ერთგული პარტნიორი მათთვის.

ჩვენ მხოლოდ სამართლიანობას ვითხოვთ და ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს ვერ და არ მივიღებთ.

მე დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ში ძალიან კარგად ხვდებიან, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობას“ საქართველოში არანაირი პერსპექტივა არ აქვს. არჩევნებამდე ერთი თვე არის დარჩენილი და როგორც ჩანს ეს მცდელობები, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მობრუნდეს ხელისუფლებაში, გაგრძელდება.

როდესაც შედეგი დადგება და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებში დამარცხდება, ეს ურთიერთობები აშშ-სა და საქართველოს შორის ბევრად უფრო მარტივად აღდგება, ვიდრე გვგონია“ - აღნიშნა გიორგი კახიანმა.