ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება - პროფესორის გაფრთხილება
1789501348
კითხვები ჩნდება და კარგი იქნება, თუ გარკვეული განმარტებები გაკეთდებოდა ნორვეგიის საელჩოს მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა გვარამია-ჯაფარიძისა და ნორვეგიის ელჩის ფარულ შეხვედრასთან დაკავშირებით.
კახიანის თქმით, ყველაფრის გათვალისწინებით, ელჩს მეტი სიფრთხილე მართებს, როდესაც დახურულ შეხვედრებზეა საუბარი.
„პირველ რიგში, ვიტყოდი რომ, არასასურველი გამოცდილება გვაქვს. გვახსოვს სხვა ელჩების შემთხვევები, თუ როგორ მონაწილეობდნენ ისინი პოლიტიკურ პროცესებში. მათი მხრიდან გვახსოვს პოლიტიკური განცხადებები, აქციებზე მისვლა, სასამართლო პროცესებზე დასწრება და ა.შ. ანუ, ისეთი მოქმედებები, რომლებიც ელჩის კომპეტენციას სცდება და მის პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობაზე მიუთითებს. ბუნებრივია, ეს ფონიც, წინაპირობაც, გარკვეულ კითხვებს აჩენს, როდესაც შეხვედრა ფარულად ხდება. ეს არ ყოფილა გასაჯაროებული შეხვედრა. ერთი მხრივ, თითქოს ჩვეულებრივი მოვლენაა, ჩვენს პრაქტიკაშიც ხშირად ხდებოდა, როდესაც ელჩები ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებოდნენ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. ეს ყველაფერი ღიად, საჯაროდ ხდებოდა. ასეთი შეხვედრები პარლამენტის შენობაშიც ხდებოდა, საელჩოშიც და დასამალიც არ იყო, მაგრამ როდესაც ჩვენ ასეთი მძიმე ფონი გვაქვს, გვახსოვს სულ ცოტა ხნის წინ რამდენიმე მცდელობა რევოლუციური გადატრიალებების, ამ პროცესებში უცხოური ფაქტორების მონაწილეობის, მათ შორის ზოგიერთი ელჩის სახით, ბუნებრივია, ეს ყველაფერი კითხვებს აჩენს. მითუმეტეს, როდესაც საუბარია შეხვედრაზე, რომელიც ფარულად წარიმართა. იმავდროულად, შეხვედრა იყო ისეთ პოლიტიკოსებთან, რომლებიც განსაკუთრებული რადიკალიზმით გამოირჩევიან. თავად ნორვეგიის ელჩთან შესაძლოა ნაკლებად საპრეტენზიო იყოს, ახალი დანიშნულია იგი. პირიქით, ასე ვიტყოდი, რომ ამ ფონზე და ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ელჩს მეტი სიფრთხილე მართებს, როდესაც ასეთ შეხვედრებზეა საუბარი. კითხვები ჩნდება და კარგი იქნება, თუ გარკვეული განმარტებები გაკეთდებოდა ნორვეგიის საელჩოს მხრიდან, თუმცა ჯერჯერობით ვხედავთ, რომ ამ საკითხზე დუმილია“, - აღნიშნა მან.
„ქრონიკის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ნიკა გვარამია და ზურა ჯაფარიძე ნორვეგიის ელჩს ფარულად შეხვდნენ. როგორც ირკვევა, ინიციატორი თავად დიპლომატი იყო.