გიორგი კახიანი: ვინც აქამდე ამბობდა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა, ისევ ისინი დარჩნენ, დანარჩენისთვის არაფერი შეცვლილა, ეს ფაქტი იმ ქაოსს აჩვენებს, რაც ოპოზიციაშია

 გიორგი კახიანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი კახიანის შეფასებით, შიმშილობის დაწყების და დასრულების თაობაზე ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია.

როგორც გიორგი კახიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ოპოზიციაში დაბნეულები არიან და არ იციან, რა გააკეთონ და როგორ იმოქმედონ.

„ამის მაგალითია თუნდაც შიმშილობის დაწყება და რამდენიმე დღეში დასრულება. თან ისე, რომ აღმოჩნდა, რომ თურმე, შიმშილობის მოთხოვნა მიმართული იყო სხვა პარტიების მიმართ, რომ მონაწილეობა არ მიეღოთ. ვინც აქამდე ამბობდა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა, ისევ ისინი დარჩნენ, ყველა დანარჩენისთვის არაფერი შეცვლილა. ეს ფაქტი იმ ქაოსს აჩვენებს, რაც ოპოზიციაშია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქვეყნისთვის არაფერს ცვლის. არჩევნები ისე ჩატარდება, ამას როგორც შესაბამისი სტანდარტები მოითხოვს და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს“, – დასძინა კახიანმა.