გიორგი კახიანი ნიკა გვარამიას განცხადებაზე: არგუმენტებად მოჰყავთ ისეთი დასკვნები, რომელიც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნების საფუძველზე არის გაკეთებული

გიორგი კახიანი

საკონსტიტუციო სასამართლოში ნიკა გვარამიას განცხადებას შეფასებები მოჰყვა „ქართულ ოცნებაში“. „ახალის“ ლიდერმა სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასაბუთება ეუთოს მოსკოვის მექანიზმის დასკვნაში მოყვანილი ფაქტებით სცადა, რომელიც ადგილობრივი ენჯეოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ჩვენებებს ეფუძნება.

მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას განცხადებებს კიდევ ერთ ლუსტრაციად აფასებს, რომ გარე ძალები, საქართველოში მოქმედი ენჯეოები და ოპოზიცია ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ საერთო გეგმით მოქმედებენ.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ გვარამიამ სხდომაზე ღიად დაადასტურა ის, რაზეც ხელისუფლება დიდი ხანია საუბრობს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი კახიანის განცხადებით, არგუმენტებად მოჰყავთ ისეთი დასკვნები, რომელიც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნების საფუძველზე არის გაკეთებული და რომლებსაც არანაირი ნდობა არ აქვთ.

„როგორც წესი, არგუმენტებად მოჰყავთ ისეთი დასკვნები, რომელიც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნების საფუძველზე არის გაკეთებული და ისეთი სუბიექტების მხრიდან, რომლებსაც არანაირი ნდობა არა აქვთ.

არიან სუბიექტურები ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ამაზე აქვთ აგებული მათ თავისი პოზიციები. ნუ, რა თქმა უნდა, მარტივად გაბათილდება ეს ყველაფერი სასამართლოს სხდომაზე, როდესაც ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ“, - აცხადებს გიორგი კახიანი. 

✕