რას წერს ბრიტანული გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას ცოლზე, ნიცა თავაძეზე
1793124352
რაც შეეხება კოალიცია „ცვლილებისთვის“, ჩვენ მათ განვიხილავთ ზუსტად იგივე ძალად, როგორიც არის ნაციონალური მოძრაობა, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა მედიასთან.
გიორგი კახიანი აღნიშნავს, რომ კოალიცია „ცვლილებისთვის“ იმავე პოლიტიკის გამტარებელია, როგორსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებდა და ამიტომ მათაც იმავეს ედავებიან.
„რაც შეეხება კოალიცია ცვლილებისთვის, ჩვენ მათ განვიხილავთ ზუსტად იგივე ძალად, როგორიც არის ნაციონალური მოძრაობა. ფაქტობრივად, ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობისგან“ წარმოქმნილი ძალა, ხომ?
მათ წარსულს თუ გადავავლებთ თვალს, ისინი მათგან არაფრით განსხვავდებიან. მათი ლიდერები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში და იმავე პოლიტიკას ატარებენ, რასაც ატარებდა „ნაციონალური მოძრაობა“. ისინი ერთობლივ ჯგუფებს ქმნიან, ერთობას ქმნიან და იმავე პოლიტიკის გამტარებლები არიან. არ ვიცი რა არგუმენტები შეიძლება ჰქონდეთ დღეს, მოვუსმენთ და შემდგომ გავაკეთებთ კომენტარებს, თუმცა, მათაც ჩვენ ვედავებით იმავეს, რასაც „ნაციონალურ მოძრაობას“- ეს არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ძალადობით შეცვლა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და დამოუკიდებლობის ხელყოფა“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.