ხილის 7 სახეობა, რომელიც სისხლში შაქარს არეგულირებს
1764001710
არ გამოვრიცხავ, ძალიან მალე დადგეს დღის წესრიგში საკითხი იმგვარად, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ერთგვარი ვალდებულება ჰქონდეთ, აღიარონ ერთნაირსქესიანთა ქორწინება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა.
იგი ამგვარად გამოეხმაურა ევროკავშირის უზენაესი სასამართლოს განცხადებას, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება ბლოკის ყველა სახელმწიფოში უნდა იყოს აღიარებული.
ვიცე სპიკერი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, გარკვეულ კითხვებს აჩენს.
„ევროკავშირის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. ამით ჯერ კიდევ პირდაპირ არ იკვეთება ის, რომ, ევროკავშირში შემავალი ყველა სახელმწიფო ვალდებულია, თავისი კანონმდებლობით აღიაროს ერთნაირსქესიანთან ქორწინება, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერი აქეთ მიდის.
არ გამოვრიცხავ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა ძალიან მალე დადგეს დღის წესრიგში საკითხი იმგვარად, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ერთგვარი ვალდებულება ჰქონდეთ, აღიარონ ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ის, რაც ჩვენთვის, საზოგადოებისთვის მიუღებელია.
კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. როდესაც ჩვენ ვხედავთ იმგვარი შინაარსის გადაწყვეტილებებს, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან, ბუნებრივია, ეს გარკვეულ კითხვებს აჩენს”, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებებს მთელი ბლოკის მასშტაბით უნდა სცენ პატივი და გააკრიტიკა პოლონეთი იმის გამო, რომ ვარშავამ საკუთარი ორი მოქალაქის გერმანიაში დარეგისტრირებული ქორწინების აღიარებაზე უარი თქვა.